საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე დროშები დაეშვა 

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები