სოზარ სუბარი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მტკივნეული შედეგი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და მტკივნეული შედეგი.
“პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ბიჭების გასათავისუფლებლად, ვინც დღესაც დაპატიმრებული არიან. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის უდიდესი იმედი გვაქვს. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაციის დასრულება იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. სამწუხაროდ, საქართველო მარტო არ არის, რუსეთის აგრესია ვრცელდება ბევრ ქვეყანაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინაზეც, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა გვაძლევს იმედს, რომ ოკუპაცია დამთავრდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები