სულხან მოლაშვილის მამა: არავის ჩამოხრჩობა და დახვრეტა არ მინდა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ ვიღაც რაღაც დანაშაულზე დაისაჯა

„ისეთი საზიზღარი პერიოდი გამოვიარეთ, მე პირადად, როგორ ვარ ცოცხალი, მიკვირს. მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

მოლაშვილმა მისი შვილის საქმის განმხილველი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის სასამართლოში უვადოდ გამწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ, მათ შორის მანაც, უნდა იგრძნოს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები ისჯებიან.

„მე პირადად, ბრალს ვდებ ჯალათებს, იმათ, ვინც ნელი სიკვდილით მომიკლეს შვილი. ნებისმიერმა პიროვნებამ აიღოს საქმე და გაარჩიოს. დაწყებული პირველი დღიდან, მიშა სააკაშვილის ბრძანებით, რაებს აკეთებდნენ, რანაირად აწვალებდნენ. რა არ გაუკეთეს, ჯანმრთელობა შეურყიეს, არ უმკურნალეს, სასამართლოზე კიდევ რა ბრალდებები არ წაუყენეს, ეს ყველაფერი განა სიკვდილი არ არის?! ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აგებინონ პასუხი! არავის ჩამოხრჩობა და დახვრეტა არ მინდა, მაგრამ საზოგადოებამ, ჩემი თამადობით, ხომ უნდა იგრძნოს, რომ რაღაც დანაშაულზე ისჯებიან. ისეთი საზიზღარი პერიოდი გამოვიარეთ, მე პირადად, როგორ ვარ ცოცხალი მიკვირს. მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე. ახლაც მეტირება და ახლა ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ. ბოლოს და ბოლოს, ხელი ჩამიქნევია ყველაფერზე, თუ არ მიხედავენ მაგ საქმეს“, – განაცხადა მოლაშვილმა.

თამაზ მოლაშვილმა პრემიერ-მინისტრს განცხადებაში მისი შვილის და საქმის ხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე, საპასუხოდაც მიმართა.

„ბატონო გიორგი, მიაღწიე იმას, რომ ასეთი უმსგავსობა აღარ მოხდეს ამ ქვეყანაში და კაცი იქნები კაცური“, – აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები