მიხეილ დუნდუა მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივებს მიესალმება

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივებს მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისი განცხადება დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„როგორც უკვე დაანონსდა, 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე – 5%-დან 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებსაც 500 000 ლარამდე ბრუნვა აქვთ. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, რომ მცირე მეწარმეობა განვითარდეს ქვეყანაში, ეს ნაბიჯი ბიზნესის კეთებას წაახალისებს“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.
„ახალი ინიციატივა გავრცელდება არამხოლოდ მეწარმე იურიდიულ პირებზე, არამედ არასამეწარმეო სექტორზეც, ვგულისხმობ არასამთავრობო სექტორს. შესაბამისად, არაკომერციული იურიდიული პირები შეძლებენ, ორიენტირებულნი იყვნენ თავიანთ შემოსავლებზე, უფრო მეტი ფინანსები დარჩეთ თავიანთი განვითარებისათვის“, – აღნიშნა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები