გიორგი ბეგაძე: ეს ცვლილება ტურიზმის ინდუსტრიაზეც დადებით გავლენას მოახდენს

უმრავლესობის წევრის გიორგი ბეგაძის განცხადებით, მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტ შემოსავალს უნდა ელოდოს.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა გულისხმობს 5% -იანი დაბეგვრის რეჟიმის 1%-მდე შემცირებას და ის ნაცვლად 100 000 ლარისა 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეებზე გავრცელდება.

მისივე განცხადებით, სხვა სფეროებთან ერთად ეს ცვლილება ტურიზმის ინდუსტრიაზეც მკაფიო, დადებით გავლენას მოახდენს.

„ეს ინიციატივა პირველ რიგში რა თქმა უნდა თვითდასაქმების და ბიზნესის წამოწყების საუკეთესო შესაძლებლობაა და ტურიზმის სფეროშიც გაზრდის მცირე მეწარმეთა რიცხვს, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ტურისტულ ბაზარზე, ტურიზმის პროდუქტების და მომსახურეობის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს, რაც ტურიზმის ინდუსტრიას დღეს ძალიან სჭირდება. ამ შემთხვევაში კი შედეგი დადგება ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტი შემოსავალი შემოვა ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე წინასწარი პროგნოზით ვვარაუდობდით”, – განაცხადა ბეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები