რამდენს შეადგენს მიმდინარე წელს ლარის საშუალო კურსი – ექსპერტის განმარტება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი 2.40 იქნება – ამის შესახებ ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დონდუამ აღნიშნა, სავალუტო ფონდი მორიგ ანგარიშს აპრილში გამოაქვეყნებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ დეკემბრისა და ნოემბრის ჩავარდნის შემდეგ, სიტუაცია დასტაბილურებულია, 2018 წლის აპრილში სავალუტო ფონდი ახალ პროგნოზს გამოაქვეყნებს ლარის კურსთან მიმართებაში. ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, ლარის კურსი უნდა იყოს 2,40 -ის ფარგლებში, შეიძლება 1 ,2 თეთრით იყოს განსხვავება, დაველოდოთ აპრილის თვეს და უკეთესად გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია პროგნოზსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოველდღიურ ან ყოველკვირეულ პროგნოზს, ასეთ პირობებში რთულია ზუსტად განსაზღვრა“, -განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები