“საგადასახადო რეფორმის მიზანს ქვეყნის მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა წარმოადგენს”

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება უპრეცედენტო საგადასახადო რეფორმა, რომლის მიზანს ქვეყნის მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მისი თქმით, ხსენებული მიმართულების მხარდაჭერით, “ქართული ოცნება” აგრძელებს წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.

“რეფორმის ფარგლებში, საგადასახადო წნეხის შემცირება დადებით ეფექტს იქონიებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ჩვენი თანამოქალაქეების მატერიალ კეთილდღეობაზე აისახება. ამჯერად საზოგადოების ყურადღება დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების ნაწილზე, მინდა გავამახვილო, რაც 2018 წლის ივლისიდან ამოქმედდება და მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებულ განსხვავებულ რეგულაციებს დაადგენს:

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 % -ისა.100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა.

გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები.

შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება. არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

მცირე ბიზნესს ექნება ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.

მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

ხსენებული ჩამონათვალი საგადასახადო რეფორმის მხოლოდ ნაწილის წარმოადგენს. მინდა საქართველოს მთავრობას წარმატება უსურვო საგადასახადო რეფორმის განხორციელებაში, რისთვისაც მზად ვართ შევქმნათ ან/და შევცვალოთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები