ბექა ოდიშარია: მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა ოდიშარიას თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს შეეხო, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები კი მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება.

“აღნიშნული სექტორის მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია და მათი შეფასებით მომზადებულია პოზიტიური ცვლილებები. დღეს ფინანსთა მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესთან. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო გეგმავს ძალიან აქტიურ კომუნიკაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, იგეგმება შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს იმ შესაძლებლობის შესახებ, რაც გათვალისწინებულია აღნიშნული ცვლილებებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდიც მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და ჩვენს თანამოქალაქეებს შეხვედრებზე მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები