ირაკლი მეზურნიშვილი: ფინანსთა მინისტრის საგადასახადო რეფორმა მინიმუმ 120 000 მეწარმეს შეეხება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის საგადასახადო რეფორმა დღეის მდგომარეობით მინიმუმ 120 000 მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, რეფორმის მასშტაბი გაცილებით დიდია.

“დღეს ვნახე ჭიაბერაშვილის განცხადება, რომ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იწვევს პენსიის საკითხზე – სინამდვილეში მას არა პენსიები, არამედ ამ რეფორმიდან ყურადღების გადატანა აინტერესებს.

ჩვენ მზად ვართ, მინისტრთან ერთად რეფორმაზე ვესაუბროთ ადამიანებს რეგიონებში. დარწმუნებული ვარ მცირე ბიზნესისთვის გადასახადის შემცირება 1%-მდე, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და ბრუნვის ლიმიტის გაზრდა 500 000 ლარამდე გაზრდის ეკონომიკაში მოქალაქეების ჩართულობას და გაზრდის შემოსავლებს ბევრ ოჯახში”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 6 ახალი ინიციატივა პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები