არჩილ თალაკვაძე: ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე, ფინანსთა მინისტრის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი.

“მცირე მეწარმეებს საერთო შემოსავლის გადასახადი მინიმუმამდე შეუმცირდებათ და 1%-ით დაიბეგრებიან, დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად. ასევე, მცირე ბიზნესისთვის წლიური შემოსავლის ლიმიტი იზრდება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა;

შემოთავაზებული ცვლილებები დღეს 120 000-ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს ბიზნესის კეთებას, თუმცა ჩვენი მოლოდინი გაცილებით დიდია – ამ რეფორმას აქვს ნახევარი მილიონი ახალი მეწარმის დაინტერესების პოტენციალი”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები