დიმიტრი ქუმსიშვილი: გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის  ინფორმაციით,  გასული წელი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის რეკორდული იყო. მინისტრის თქმით, საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია და ჩვენ წელსაც მსგავს ზრდას ველით”,- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018- ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.

„ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები