ჩაბუქის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ: წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის, ჩხუბის, ძალადობის

სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ჩაბუქმა განაცხადა, მას არავითარ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს.
„მე ვარ მასწავლებელი და შეყვარებული ვარ განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებში ჩანერგილი იყოს მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის, ჩხუბის, ძალადობის და ა.შ. ათასობით მოსწავლე მყავს საქართველოში და ყოველთვის ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად, მათ შორის სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ლეგალურად თუ არალეგალურად, მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, – განაცხადა ჩაბუქმა.
ჩაბუქმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას, ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმს, ასევე ყოფილ და მოქმედ ომბუდსმენებს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები