პრემიერი მიუნხენში ფატუ ბენსუდას შეხვდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მიუნხენში გაიმართა. ინფორმაცია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში, ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში.

ფატუ ბენსუდა 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2012 წელს კი, მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველოდან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების ნებართვის თხოვნით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. ბენსუდას ოფისი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს იძიებს. ბენსუდა 2015 წლის ოქტომბერში, საქმის შესწავლის მიზნით საქართველოს სტუმრობდა.

კვირიკაშვილი და ბენსუდა გასული წლის თებერვალშიც შეხვდნენ მიუნხენში უსაფრთხოების 53-ე კომფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები