ვასილ მაღლაფერიძე დეპუტატებს და მედიას სთავაზობს, მაუწყებელში არსებულ ვითარებას უშუალოდ ტელევიზიაში გაეცნონ

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ “საზმაუში” მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ძალიან დიდი რეფორმაა გასატარებელი.
ამასთან, ის დეპუტატებს და მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს, მაუწყებელში არსებულ ვითარებას და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნონ.
„დარწმუნებული ვარ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, არ შეიძლება ეს არ აინტერესებდეს ნებისმიერ დეპუტატს. გთხოვდით, რომ ვიდრე ამ კანონს მიიღებდეთ, მობრძანდით ტელევიზიაში გარკვეული პარლამენტარები, ათასჯერ გაგონილს და ნათქვამს ჯობია, თვალით ნახოთ, რა მდგომარეობაშია ეს ტელევიზია. რა პროცესი მიმდინარეობს ახლა და რა ნაბიჯები იდგმება. მაქსიმუმ ერთი საათი იქნება, აქ არიან მედიის წარმომადგენლებიც, რასაკვირველია, ზოგი მედია მოვა, თუ არა და თქვენც გეპატიჟებით და ადგილზე ვნახოთ ეს ყველაფერი. რისთვის არის რაღაცა საჭირო, რისთვის არის კონკრეტული გადაწყვეტილება საჭირო, რომელიც ქილიკს იწვევს, რატომ იყო მანქანა საჭირო, რატომ იყო კამერა საჭირო, რატომ იყო „ლაივი“ საჭირო. ჩემი თხოვნა იქნება, მობრძანდით ერთი საათი, საათნახევარი, ინტერპარტიული ჯგუფი იქნება, ვინც დაინტერესებულია და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ტელევიზია და რა ძვრები მიმდინარეობს, მე მგონი ეს ძალიან ბევრ რამეს დაგვანახებს”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები