საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ქვეყნების ლიდერებისათვის ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის რესპუბლიკის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ევროპელ ლიდერებთან არაფორმალურ გარემოში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მათი მონაწილეობის საკითხი განიხილა.

ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუსი, ლატვის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნინისტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები