სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება

   საქართველოს სააპელაციო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება შვიდი სამხედროს წამების საქმეს.
ამ ეპიზოდში საქალაქო სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსანი გაამართლა, განაჩენი კი კანონით განსაზღვრულ ვადებში პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში საქმე პირველი ნოემბრიდან განიხილება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურის საჩივარი დაუსაბუთებელია და, ძირითადად, პირველი ინსტანციის მოსამართლის კრიტიკაზეა აგებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები