მიხეილ სააკაშვილი: ერთი წლით მალდივის კუნძულებზე გაგზავნას, მირჩევნია კიევში ციხეში ვიჯდე

კიევის თოვლი ჩემთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე სხვა ყველაფერი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში, სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კიევის თოვლი ჩემთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე სხვა ყველაფერი. ერთი წლით მალდივის კუნძულებზე რომ გამგზავნონ, მირჩევნია აქ, ციხეში ვიჯდე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები