ბექა დავითულიანი: მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება

„იმისათვის, რომ მოსახლეობა არ დაიბნეს, აუცილებელია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა.  მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეს დამატებითი  რისკების მოსახსნელად სათანადო ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან უკვე წლებია ასეთ რეჟიმში გვიწევს თანაცხოვრება.  რას ვიზამთ,  ეს მათი სტილია, რომ ჭიქაში ქარიშხალი შექმნან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ერთი თეთრითაც არ გაიზრდება“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოში, ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, მერიის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები