მეხანძრე-მაშველებმა ზესტაფონში ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცებული ქალი უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლებმა 87 წლის ქალბატონი ცეცხლმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციები მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უფროსი მეხანძრე-მაშველი ზაზა მოცრაძე და უფროსი ინსპექტორი გურამ მუმლაძე ზესტაფონიდან ჭიათურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სოფელ ზედა საქარაში ერთ-ერთ სახლში მათ ცეცხლი შენიშნეს და დაუყოვნებლივ გამოიძახეს ზესტაფონის განყოფილების მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, თავად კი ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცი ქალბატონი უვნებლად გამოიყვანეს.
მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები