ტერორისტები სოჭის ოლიმპიადის გამო კვლავ იმუქრებიან

   მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, მუქარის წერილები მიიღეს იტალიის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის, სლოვენიის და სლოვაკეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა. მუქარის წერილები ამ ქვეყნების მისამართით რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა. საუბარია თვითმკვლელ ქალებზე, რომელთა სახელითაც უმაროვი საუბრობს. მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ძალიან სერიოზულად განიხილავენ სპორტსმენთა და მაყურებელთა უსაფრთხოებას, თუმცა ამ შემთხვევაში ეს წერილები უფრო ვინმეს ბოროტ ხუმრობას ჰგავს, ვიდრე ტერორისტთა რეალურ მუქარას.
ოლიმპიადის „აფეთქების“ მოწოდებით ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებული ფორმირებების ლიდერი დოკუ უმაროვი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოდიოდა, თუმცა, სულ რამდენიმე დღის, წინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზარ კადიროვმა განაცხადა, რომ უმაროვი სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ რუსული სპეცსამსახურები ამ ინფორმაციას ჯერერობით არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადა 7-23 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები