ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავსტრიაში, ვენის მიმართულებითაც ფრენებს იწყებს

წელს, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეოცე რეეისს ამატებს და ავსტრიაში, ვენის მიმართულებითაც ფრენებს იწყებს.
როგორც უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ ვენის აეროპორტში ახალი ბაზა გახსნა და შესაბამისად, 17 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს, მათ შორისაა ქუთაისი.
”ვიზეარის” საიტზე ქუთაისი-ვენის ავიაბილეთების შეძენა 2018 წლის 15 ნოემბრიდანაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ქუთაისიდან 19 მიმართულებით ხორციელდება ფრენები და ვენა მეოცე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები