ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი)  მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სპეციალურ რეჟიმში.

“უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ყინვა) აკრძალულია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები