გიორგი კვირიკაშვილი: საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული

„საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა შსს-ს კრიმინალური პოლიციის რეფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა არასრულწლოვანთა შორის ძალადობის მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული, ხოლო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება.
„2017 წლის განმავლობაში ჩვენ ევროპოლთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები