გიორგი კვირიკაშვილი: სასჯელაღსრულების სისტემა ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია

„სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულებაა ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა, ასევე აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა.
„სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „პროგრამის საბაზისო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა გახდება კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებაზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები