“ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური სპონსორობით, “ოქროს ფრთის” ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

სასტუმრო “ბილტმორში” ჟურნალისტთა დაჯილდოვების მორიგი მეთხუთმეტე ცერემონია “ოქროს ფრთა” გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებას ბევრი აღიარებული და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი ესწრებოდა. ცერემონიის გენერალური სპონსორები კი “ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი გოლდი” იყვნენ.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა “ოქროს ფრთა” “პირველი არხის” ვებრედაქტორს, ირინა დეკანოიძეს, ონლაინ სივრცეში ხარისხიანი და რეიტინგული მუშაობისთვის, პირადად გადასცა.
როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტების როლი შესაბამისად იყოს დაფასებული.
“ოქროს ფრთა” ერგო კათოლიკოს-პატრიარქს ერის სულიერი გაძლიერებისთვის, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისთვის და სახელმწიფო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.
პატრიარქის გარდა “ოქროს ფრთით” სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც დააჯილდოვეს – დიანა ტრაპაიძე [ტვ პირველი], ნოდარ მელაძე [რუსთავი 2], ბონდო მძინარიშვილი [ობიექტივი] და სხვები. სულ 21 პრიზი გაიცა. ოქროს ფრთა მიიღო აშშ-ის ელჩმა, საქართველოში, იან კელიმ, ასევე ოთხმა სტუდენტმა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი “ოქროს ფრთა” 2003 წელს დაარსდა. ჯილდო “ოქროს ფრთა” ყოველწლიურად გადაეცემათ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს.
“ოქროს ფრთის” ლაურეატებს ყოველწლიურად ჟიურის განახლებული შემადგენლობა არჩევს. წელს ნომინანტები შვიდკაციანმა ჟიურიმ შეარჩია.
ჟიურის თავმჯდომარე – „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია იყო. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და „ოქრის ფრთის“ პრეზიდენტი თამარ ფხაკაძე, „ოქროს ფრთის“ ფონდის დამფუძნებელი ეთერ ჯიშკარიანი, ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი, ტელეწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები