გიორგი კვირიკაშვილი: ოთხპუნქტიანი გეგმა განსაზღვრულია იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე

„ოთხპუნქტიანი გეგმა, გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა და განსაზღვრულია იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„2017 წლის განმავლობაში 4-პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, წამყვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის და დარწმუნებული ვარ, 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას და შემდგომი სამი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები