იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგით სულ 3 საკითხია განსახილველი. მათ შორის ერთ-ერთი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გათავისუფლება.
მიზეზი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაა.
გარდა აღნიშნულისა, საბჭო კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას გეგმავს. სხდომა 9:30წთ-ზე დაიწყება. სხდომის დასრულების შემდეგ კი მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები