მესტიის საკრებულოს წევრი სავარაუდოდ ნათესავმა მოკლა

მესტიის საკრებულოს დეპუტატს საკუთარმა ნათესავმა ესროლა. მოკლულის მეზობლების განცხადებით, ლომარ ნიგურიანს ბიძაშვილმა მამუკა ნიგურიანმა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოკლულის ოჯახთან, რათა ექსპერტიზაზე მოხდეს ცხედრის გადასვენება, რაზეც ოჯახი უარს აცხადებს.

მესტიაში შეიარაღებული თავდასხმის დროს საკრებულოს წევრ ლომარ ნიგურიანს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევა დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები