თურქეთში მოკლული დავით ალხანაშვილის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა საკუთარ სახლში დღეს გადაასვენეს. imedinews- ის ინფორმაციით, 36 წლის დავით ალხანაშვილს პანკისში ხვალ, ტრადიციების დაცვით დაკრძალავენ.

როგორც ცნობილია, ალხანაშვილი იგივე ,,დათო პანკისკი” სოფელ ომალოდან იყო და წლებია საქართველოში არ გამოჩენილა.

არსებული მონაცემებით, მას ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და მასზე კანონიერი ქურდის, ზაქარია კალაშოვის, იგივე შაქრო მოლოდოის გარემოცვამ შური იძია.

ალხანაშვილი რესტორანთან უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 გასროლით რამდენიმე დღის წინ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები