მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე სენს ებრძვის- მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა”, _ ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე რეჟისორი მარიამ ქაცარავა წერს და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, ვწუხვარ, რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობ გიორგი მახარაძეს, სამწუხაროდ, დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით“, – წერს მარიამ ქაცარავა.
გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სპექტაკლში. ბოლო პერიოდში მახარაძე ასევე, მონაწილეობდა არაერთ სატელევიზიო სერიალში.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხა გადარიცხონ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი – TBCBGE 22 (თი-ბი-სი ბანკი)
მიმღები – თეონა ჩივაძე
ანგარიში – GE16TB7747845061100065
საკონტაქტო ნომერი – 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგი მახარაძის დედა)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები