სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტორსადგურების – ჟინვალჰესის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს. 25 დეკემბრის სხდომაზე ასევე დადგინდება სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის” ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, ის საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები