ამბროლაურის შესასვლელთან, დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა 

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის 71-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია. უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ამბროლაურის შესასვლელთან დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია. მეწყერი აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ეტაპობრივად ხდება დამატებითი საჭირო ტექნიკის მობილიზება. მოძიებულია ლიცენზირებული კომპანია, რომელიც სტიქიის ადგილზე აფეთქებით სამუშაოებს შეასრულებს.

სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი – არჩილ ჯაფარიძე, მის პირველ მოადგილესთან, დავით ღუდუმიძესთან ერთად. გუბერნატორმა შესაბამის სამსახურებს მითითება მისცა, დროულად გაატარონ საჭირო ღონისძიებები სტიქიის აღმოსაფხვრელად.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზებით: ახალსოფელი–ამბოლაურისა და ახალსოფელი–იწა–ამბროლაურის მიმართულებით, სადაც მოძრაობა თავისუფალია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები