მეუფე შიო: ჩვენი პატრიარქი, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, 40 წლის განმავლობაში მიუძღვის ჩვენს ერს აღთქმული ქვეყნისკენ

“ჩვენი პატრიარქი, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, 40 წლის განმავლობაში მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს აღთქმული ქვეყნისკენ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ ილია მეორეს საზეიმო თარიღი მიულოცა.
“ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის – არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან. დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ. სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას – ჩვენი ერის, ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ხვალ დილით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები