ოპერატიული ღონისძიებების შედეგად შსს-მ საქართველოს მასშტაბით დიდძალი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო-დაკავებულია 10 პირი

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით 10 პირი დააკავა, მათ შორის 6 წარსულში ნასამართლევია. როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ  უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია დიდძალი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული საშუალება.

ჭელიძის ინფორმაციით, დაწყებულია საპოლიციო კონტროლი.

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, აქედან 6 წარსულში ნასამართლევია. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 საიგის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე სითხე და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები: 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას,-განაცხადა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები