ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებული ოჯახების ნაწილი საკუთარ ბინაში დაბრუნდა

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაზარალებული 17 ოჯახი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, ისინი დროებით საცხოვრებელ ფართებში იყვნენ გადაყვანილი.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, კორპუსში აღდგა სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ლიფტი, დამონტაჟდა გაზის ახალი მილები და მოწესრიგდა ელექტროენერგიის ხაზები. პარალელურად, მიმდინარეობს იმ რვა ოჯახის საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სრულად განადგურდა.

აღნიშნული ოჯახები კვლავ დროებით საცხოვრებელ ფართებში რჩებიან. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შესაძლებლობა ექნებათ, რეაბილიტირებულ ბინებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები