რუსეთში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ფინალში სამი ქართველი იასპარეზებს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ფინალში სამი ქართველი იასპარეზებს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ბექა ღვინიაშვილი გავიდა. საჩემპიონო ბრძოლაში ის სამხრეთ კორეელ ფონღან გვაკს დაუპირისპირდება. 100 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ვარლამ ლიპარტელიანმა უნგრელი მილკოს ცირიენიჩი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში ლიპარტელიანი ჰოლანდიელ მიქაელ კორელს დაუპირისპირდება. მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში თუშიშვილი ასევე სამხრეთ ბრაზილიელ დავით მოირას დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის, ქართველ ძიუდოისტებს სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვთ მოპოვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები