იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდი გადაიკეტა

იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტა. შესაბამის ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„16 დეკემბერს, 00:00 სთ-დან – 17 დეკემბრის 23:00 საათამდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაიკეტება. სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „კაპიტელი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები