იურიდიულ საკითხთა კომიტეტი OGP-ის გეგმით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით – OGP” გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა, რომელშიც კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, კომიტეტის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: მოქალაქეთა კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმების დანერგვა; პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა; მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვება.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სამივე საკითხზე შესაბამისი ცვლილებების მომზადება მალე დასრულდება.