გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და რექტორისგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტი ტურიზმის განვითარებაში ქართული აგროპროდუქტის მნიშვნელობის გაზრდას ითვალისწინებს, რომლისთვისაც კვლევებს ბათუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ “დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ქრომატოგრაფიულ ცენტრში” ამავე ფაკულტეტის გამოცდილი სპეციალისტები ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები