კონსტიტუციაში ტერმინი “ნამდვილი ხმები” ჩაიწერება

კანონშემოქმედებმა ზაქარია ქუცნაშვილის შენიშვნა გაიზიარეს და კონსტიტუციაში ტერმინი “ნამდვილი ხმები“ ჩაიწერება.
დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შენიშვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააფიქსირა.
“ტერმინი – “ნამდვილი ხმები” სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვა იანგარიშება ე.წ. ნამდვილი ხმებიდან და არა არჩევნებზე მისული ამომრჩევლიდან, რაც არის საყოველთაო პრაქტიკა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები