ბესელია გოცირიძეს: კარგი იქნებოდა აქამდე მოგეკითხათ სად გადადის “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის შეცვლას ეხებოდა, უპასუხა, რომ შენობა არაა ფუფუნება, შენობა აუცილებელია.
მისივე თქმით, ახლა რაც კეთდება, იმისთვისაა, რომ მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს პასუხობდეს და ემსახურებოდეს.
”ბატონი რომანის გამოსვლის კიდევ ერთი არასწორი პასაჟი უპასუხოდ არ შემიძლია დავტოვო. შენობა ფუფუნება არ არის. შენობა აუცილებლობაა. სხვათა შორის, ინფორმაციისთვის – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადადის ჯიქიაზე და არა – ლუბლიანაზე. ცნობისთვის ესეც, რომ თქვენთვის დააზუსტოთ. კარგი იქნებოდა, აქამდეც მოგეკითხათ. ალბათ, ნამყოფი ხართ იმ შენობაში, სადაც ეს ტელევიზია მაუწყებლობს. წლების განმავლობაში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, ინფრასტრუქტურულად, ტექნიკური აღჭურვით, მაუწყებელი ამ მდგომარეობაში რატომ იყო და მაშინ რა ხდებოდა? რას შვრებოდით? – ეს მაინც გეკითხათ. დანარჩენი, ახლა რაც კეთდება, არის სწორედ იმისთვის, რათა ტელევიზია ისეთი იყოს, რომ საზოგადოების ინტერესებს პასუხობდეს და საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები