სოსო მანჯავიძე: სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური შოუმენია და კონკურენტიც არ ჰყავს

“სააკაშვილმა ბევრი ოდიოზური რამ ჩაიდინა უკრაინაში, ის არის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური შოუმენი და კონკურენტიც არ ჰყავს”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გახდება თუ არა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ეს უკრაინელი ხალხის პოლიტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
“სააკაშვილმა ბევრი ოდიოზური რამ ჩაიდინა უკრაინაში, ის არის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური შოუმენი და კონკურენტიც არ ჰყავს. ხოლო რამდენად შეძლებს ის უკრაინის პრემიერ-მინისტრად გახდომას, ეს უკვე უკრაინელი ხალხის პოლიტიკური გემოვნების და სიმწიფის საკითხი იქნება. თუმცა, იქ ხელისუფლების ცვლილებისკენ მიდის ყველაფერი, უკრაინა აღარ არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში”,- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები