რა სიახლეები ელით კურორტ ბაკურიანის მოყვარულებს – სანდრო ონოფრიშვილი პროექტებზე საუბრებს

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დამსვენებლებს ბაკურიანის ზამთრის კურორტზე სიახლეები ელით.
როგორც “კვირასთან” საუბრისას ონოფრიშვილმა აღნიშნა, “დიდველში” მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ვიზიტორები კურორტთან დაკავშირებით ყველა სიახლეს გაეცნობიან.
“ბაკურიანში რამდენიმე სიახლე გვაქვს – „დიდველში” დასასრულს უახლოვდება საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ამომწურავად გაიგონ ყველა ის სიახლე, რაც ბაკურიანს უკავშირდება. ასევე მნიშნელოვანია, რომ კოხტას და მიტარბის საბაგიროები დაერთდა ერთმანეთთან, ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს ამისი გაკეთება”, – აცხადებს ონოფრიშვილი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი “კვირასთან” იმ პროექტებზეც საუბრობს, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, მომავალი წლის ბოლომდე რამდენიმე სასტუმროს აშენებაც იგეგმება.
ონოფრიშვილის განმარტებით, ზამთრის კურორტების მოყვარულთათვის ცხელი ხაზიც ამოქმედდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კურორტებზე არსებული ინფორმაციების ამომწურავად მიღება.
“ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელზეც შესაძლებელია დარეკვა და ყველა კურორტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება.
მესტიას, ბაკურიანსა და გუდაურს დაემატა სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები. კურორტ გოდერძის დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, მოეწყო საბავშვო არეალი“, – აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები