გლდანის მე-3 მიკროში მოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო

გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, ახლადმოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად, 4 000 კვადრატული მეტრის ფართზე, სარეკრეაციო სივრცე გაკეთდა, სადაც საფეხმავლო ბილიკები,  საბავშვო ატრაქციონები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა.  ასევე, მოეწყო დეკორატიული ფილები, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა ლამპიონები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 262 ლარი გამოიყო. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 517 კვადრატული მეტრის ფართზე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, რომელზეც ჯამში, 16 196 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები