თბილისში, „დელისის“ მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, მეტროსადგურ „დელისზე“ ხანდაზმული მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ის დაახლოებით, 80 წლამდე ასაკის იყო.
შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას მოხუცი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები