რუსთავის გზაზე მანქანა ამობრუნდა

რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოძი ადგილიდან მოწყდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები