ლევან გოგიჩაიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის შტატში, ქ. ალექსანდრიაში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნის დაცვის ოფისის მიერ ორგანიზებული ტრენინგი კომერციული საიდუმლოების დაცვისა და დავების განხილვის სისტემებზე ჩატარდა.

ტრენინგს საქართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი – დავით კურტანიძე და ქ. თბილისის პროკურორი – ზინიკო ქობალია დაესწრნენ. ტრენინგს ასევე, ინტელექტუალური საკუთრების და კომერციული საიდუმლოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში ჩართული პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ინდოეთიდან, იორდანიიდან, ბრაზილიიდან, პერუდან, არგენტინიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან და ჩილედან ესწრებოდნენ. ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა კომერციული საიდუმლოების ელემენტები და მისი მნიშვნელობა, კომერციული საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმები და მისი აღსრულების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, არსებული გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები