მეუნარგიას ქუჩაზე ახალი სკვერი გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩის N58-ში ახალი სკვერი გაიხსნა. როგორც ”კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სკვერი იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქიდან, რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.

”გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე დაიგო ბალახის საფარი, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი მოედანი, სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა განათება და დეკორატიული ფილებით საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

დღესვე, ახლადგახსნილ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ხე-მცენარეები და დეკორატიული ბუჩქები დაირგო.

ჩუღურეთის რაიონს მიმდინარე წელს, ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები