მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ პოლიტიკას ახორციელებს

”ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს სადამკვირვებლო პრინციპებს“, – ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჯანელიძის განცხადებით, სწორედ ეს არის ის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს.

”ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს სადამკვირვებლო პრინციპებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ე.წ. რეალობის დაკანონებას, არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ეს პოზიცია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები