ქობულეთში დაკარგული 17 წლის გოგი დოლიძის მამა ეჭვობს, რომ შვილის გაუჩინარება შესაძლოა, ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს

ქობულეთში დაკარგული 17 წლის გოგი დოლიძის მამა ეჭვობს, რომ შესაძლოა, მოზარდის გაუჩინარება ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ მოზარდის მამამ, ზორბეგ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, მისი შვილი სახლიდან 7 დეკემბერს, დილის საათებში, სკოლაში წავიდა და გაუჩინარდა. მამა ამბობს, რომ პოლიციის ინფორმაციით, მისი შვილის ტელეფონი 7 დეკემბერს გაითიშა.
“7 დეკემბერს დილის ცხრა საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა. მას შემდეგ, ყველგან ვეძებთ. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა. ვეჭვობ, შეიძლება​, ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს. “ლურჯი ვეშაპის” ფოტო ვნახეთ მის კომპიუტერში, ჰქონია საეჭვო სტატუსებიც, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია”, – ამბობს მოზარდის მამა ზორბეგ დოლიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმე აღძრული არ არის, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები